მთავარიავიაბილეთებიქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები 79 ლარიდან Kutaisi Dortmund

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები 79 ლარიდან Kutaisi Dortmund

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები იაფად

 

ავიაბილეთები ქუთაისი დორტმუნდი -ს მიმართულებით გთავაზობთ მარტივად, სწრაფად და დაბალ ფასად გაემგზავროთ დასავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქში. ავიაბილეთების შესაძენად Avia-biletebi.ge დაგეხმარებათ სადაც მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები ონლინე. დორტმუნდი ეკონომიკურად ძლიერი, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ქალაქია. ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან უმეტესობას ცხადია გერმანელები წარმოადგენენ, თუმცა, იგი მაინც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქად ქვეყნის შიგნით. აღსანიშნავია, რომ ეროვნებით ყველაზე მეტი თურქი სწორედ ამ ქალაქშია დასახლებული.

ისევე როგორც, გერმანიის სხვა ქალაქებში, დორტმუნდში სამოგზაუროდ ზაფხულზე უკეთეს პერიოდს ვერ აარჩევთ, რადგან დედაქალაქის მსგავსად აქაც მკაცრი ჰავაა, თუმცა გვიანი გაზაფხულიდან ამინდები სასიამოვნო და თბილია, რომელიც თქვენი მოგზაურობისთვის იდეალურ კლიმატს შექმნის.

ფრენის ფასები ერთი თვის განმავლობაში ქუთაისი დან დორტმუნდი მიმართულებით, ერთი გზა

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
20 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 294 -დან
25 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 297 -დან
26 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 301 -დან
11 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 338 -დან
14 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 406 -დან

 

რა უნდა მოინახულოთ დორტმუნდში?

kutaisi dortmund-flights

ფრენები საქართველოს ქალაქებიდან ქუთაისი დორტმუნდი განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “EURO2024”-ზე(ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2024) გასვლა შეძლო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი სწორედ დორტმუნდია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები, დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში პირველად, ჯგუფური ეტაპის მატჩს გამართავს. ისტორიული მატჩი 18 ივნისს თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

დორტმუნდი საფეხბურთო ქალაქია, შეიძლება ითქვას, რომ აქ ფეხბურთით ცხოვრობენ და შაბათ-კვირას, როდესაც „ბუნდესლიგის“(გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატი) მატჩები იმართება, ნამდვილი ზეიმია. ამ ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბი „დორტმუნდის ბორუსიაა“, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, იგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. კლუბი გერმანიის მრავალგზის ჩემპიონობასთან ერთად, ისეთი დიდი ტიტულების მფლობელიცაა, როგორებიცაა: „ჩემპიონთა ლიგა“ და „თასების მფლობელთა თასი“. „დორტმუნდის ბორუსია“ განსაკუთრებით გამორჩეულია საკუთარი გულშემატკივრებით, მათი სიმრავლე, ენერგიულობა, ერთგულება და შემოქმედებითობა მუდმივი გაკვირვების საგანია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ბორუსიას ფანები არამხოლოდ გერმანული, არამედ ევროპული ფეხბურთის ნამდვილი სიამაყეა.

ისევე როგორც გერმანიის სხვა ქალაქები, დორტმუნდშიც სარეკრეაციო ზონებსა და ბუნებასთან სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამიტომ, ქალაქს გააჩნია ორი დიდი პარკი: „ვესტფალენპარკი“ და „რომბერგპარკის ბოტანიკური ბაღი“. ორივე პარკის მონახულება ყოველდღიურად შეგიძლიათ, ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, ასევე აღსანიშნავია, რომ „რომბერგპარკის ბოტანიკური ბაღი“ ღიაა 24 საათის განმავლობაში, იგი 65 ჰექტარ მიწის ფართობზეა გადაჭიმული და ტერიტორიულად  ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია მსოფლიოში. მასში დაცულია ათასობით სხვადასხვა სახისა და ჯიშის მცენარე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. რაც შეეხება „ვესტფალენპარკს“, ის დაყოფილია ზონებად, სადაც კონკრეტული ენდემური ჯიშის მცენარეებია თავმოყრილი. იგი გამორჩეულია ვარდების დიდი რაოდენობით, ამ პარკში 3000-ზე მეტი ვარდის სხვადასხვა სახეობაა თავმოყრილი.

თუ დორტმუნდში მოგზაურობას პატარებთან ერთად აპირებთ, გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ ზოოპარკს, სადაც 230-მდე სახის ცხოველი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ცხოველების საცხოვრებელი პირობები მაქსიმალურად მსგავსია მათ ბუნებრივ გარემოსა და კლიმატთან, კვების რაციონი კი მათი სახეობის შესაბამისი. ზოოპარკი ვიზიტორებისთვის ღიაა ყოველდღიურად, აქ ბავშვთა დიდი სიმრავლე განსაკუთრებით შაბათ-კვირასაა.

ქალაქში არსებობს ორი მთავარი კათოლიკური ეკლესია: „წმინდა რეინოლდის ეკლესია“, რომელიც ქალაქის მფარველი წმინდანის – რეინოლდის სახელს ატარებს, იგი მე-9 საუკუნეში აშენდა და დღემდე ქალაქის მთავარი სიმბოლოა. მეორე მნიშვნელოვანი საეკლესიო ნაგებობა – „პეტრის ეკლესიაა“, რომელიც ტრადიციული გერმანული სტილით არის ნაგები და გამორჩეულია საკუთარი საკურთხევლით.

გარდა იმისა, რომ „U-Tower“ საინტერესო შუასაუკუნეობრივი კოშკის ვიზუალით გამოირჩევა, იგი პარალელურად მუზეუმიცაა, სადაც შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ქალაქის ისტორიასა და კულტურას, დაათვალიეროთ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სიძველეები და არტეფაქტები. ამ ადგილას სტუმრობა ორშაბათის გარდა, კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ.

 

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები?

kutaisi dortmund-flights

ქუთაისი დორტმუნდი ფრენა სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს, ესენია: „Pegasus”, “AJet”, “EasyJet”, “Wizz Air”.

ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან პირდაპირ რეისს დორტმუნდში მხოლოდ უნგრული კომპანია „Wizz Air“ გვთავაზობს. ამ კომპანიის ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები -ს მიმართულებით 170 ლარიდან იწყება. ბილეთის საფასურში შედის ხელბარგი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამსა და შესაბამის ზომებს: 40 x 30 x 20ს.

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები ქუთაისი-დან დორტმუნდი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 ნოემბერი 20267 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 877 - დან
6 ნოემბერი 202610 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 898 - დან
7 ნოემბერი 202619 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 681 - დან
14 ნოემბერი 202616 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaბილეთები 721 - დან
19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 567 - დან
21 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 517 - დან
28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 511 - დან
3 დეკემბერი 20265 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 395 - დან
17 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 617 - დან
19 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 663 - დან
20 დეკემბერი 202615 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 439 - დან
21 დეკემბერი 202615 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 437 - დან
22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 473 - დან
23 დეკემბერი 202615 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 474 - დან
24 დეკემბერი 20262 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 478 - დან
31 დეკემბერი 20262 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 461 - დან
2 იანვარი 20273 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 873 - დან
14 იანვარი 202721 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 395 - დან
23 იანვარი 202730 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 322 - დან
9 მარტი 202713 მარტი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 598 - დან
9 აპრილი 202712 აპრილი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 638 - დან
30 აპრილი 20275 მაისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 758 - დან

მგზავრობის დრო დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე და ასევე გადაჯდომით რეისის დროს ლოდინის დროზე. სტანდარტულად ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით პირდაპირ ფრენას 4 საათი და 35 წუთი სჭირდება, თუმცა დრო იმატებს ტრანზიტული რეისების დროს.

 

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ, 1.5 – 2 თვით ადრე(50-60 დღით ადრე დაჯავშნეთ).
  • შეეცადეთ გასამგზავრებლად აარჩიოთ სამუშაო დღეები, რადგან ამ დროს ბილეთებზე მოთხოვნა დაბალია და შესაბამისად უფრო იაფია.
  • ეცადეთ შეიძინოთ ავიაბილეთები ღამის რეისებზე, რომელიც ხშირად უფრო იაფია, ვიდრე დილის, შუადღის ან საღამოს ფრენები.
  • გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ბილეთების ერთად შეძენის შემთხვევაში, როგორც წესი, ავიაბილეთების ფასები უფრო ხელსაყრელია.
  • თუ თქვენი მოგზაურობისას სეზონურ პერიოდს არ აქვს მნიშვნელობა, გასამგზავრებლად აარჩიეთ არასეზონური პერიოდი, ამით ავიაბილეთებს უფრო იაფად შეიძენთ და ასევე, არც სასტუმროში მოგიწევთ მაღალი ფასის გადახდა.
  • აირჩიეთ დაბალბიუჯეტური ავია კომპანია.
  • წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი, რადგან როგორც წესი, თითქმის ყველა ავიაკომპანიის ჩასაბარებელი ბარგის ფასი მაღალია.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას!
კომპენსაცია ფრენებზე flygelp.ge
ავიაბილეთები Avia.ge