დამეთანხმებით, მოგზაურობა მშვენიერი გამოცდილებაა, თუმცა ეს ყოველივე კიდევ უფრო სასიამოვნო მაშინაა, როცა ზედმეტ ხარჯებთან არაა დაკავშირებული. მსოფლიოში უამრავი ადგილია, სადაც შეძლებთ გაემგზავროთ და დატკბეთ მისი სილამაზით. ყოველთვის შეძლებთ ისეთი ადგილების მოძიებას, რომელთა მონახულებაც ბიუჯეტურ ფასადაა შესაძლებელი, თუმცა კიდევ უფრო დაზოგავთ ფინანსებს, თუ გაითვალისწინებთ გარკვეულ რჩევებს და ხრიკებს, რომლებსაც მოგზაური ბლოგერები გვიზიარებენ.
- იყავით მოქნილები
ძირითადი რჩევა, რომელსაც მოგზაური ბლოგერებისგან გაიგებთ, არის ის, რომ იყო მოქნილი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ არ უნდა შეუშინდეთ თარიღებისა და მარშრუტების მოულოდნელი ცვლილებს და სხვადასხვა გამოწვევებს.
ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მოგზაურობა დიდ თანხებთან დაკავშირებული სწორედ დღესასწაულებზე და სეზონურ პერიოდშია. ამიტომ, თუ ბიუჯეტურად მოგზაურბა გსურთ, შეარჩიეთ სწორი პერიოდი და ისარგებლეთ დაბალი ფასებით როგორც ავიაბილეთებზე, ასევე იმ ქალაქში, სადაც მიემგზავრებით.
- არ გადაიხადოთ ფული იმაში, რისი მიღებაც უფასოდ შეგიძლიათ
- Wi-Fi – საცხოვრებელის შერჩევისას, აუცილებლად დააკვირდით რომ თქვენი სასტუმრო უფასო ინტერნეტით უზრუნველგყოფთ.
- რუკა – ბევრ სასტუმროში ან ტურისტულ საინფორმაციო ოფისებში შეძლებთ ნახოთ რუკა, რომელიც სრულიად უფასოა. თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ, რომ წინასწარ ატვირთოთ ის ტელეფონში და ისარგელოთ ქალაქის ელექტრონული რუკით.
- წყალი – ევროპაში ყველგან შეიძლება ონკანის წყლის დალევა. გარდა ამისა, ძალიან ბევრ ქალაქში, ქუჩებში წყლის დასალევი შადრევნები განთავსებული, საიდანაც თავისუფლად შეიძლება წყალის დალევა.
- WC – თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „მაკდონალდსი“-ს, „ბურგერ ქინგი“-ს და სხვა კების ობიექტების საპირფარეშოებით. მათ ასევე შეხვდებით ბიზნეს-ცენტრებში და სუპერმარკეტებში – იცოდეთ, რომ ყველა მსხვილ დაწესებულებაში არის უფასო საპირფარეშო.
- დაზოგეთ ფული აეროპორტიდან-სასტუმრომდე ტრანსფერზე
მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან მარტივად შეიძლება ეკონომიურად მიხვიდეთ სასტუმრომდე ავტობუსით, და არა ტაქსით. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, რომელი კომპანიის ავტობუსები დადიან ქალაქის ცენტრამდე და სად მდებარეობს გაჩერება.
- უარი თქვით სასტუმროზე
დამეთანხმებით, სასტუმროების დაჯავშნა, არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. თუ თქვენი მიზანი ბიუჯეტური მოგზაურობაა, გირჩევთ ისარგებლოთ ჰოსტელებით. ეს საკამაოდ დგიზოგავთ ფინანსებს. გარდა ამისა, თუ სოლო მოგზაური ხართ, ან არასდროს მიგიღიათ მსგავსი გამოცდილება, არსებობს ისეთი ჰოსტელებიც, სადაც მხოლოდ ქალბატონები, ან მხოლოდ მამაკაცები არიან დასაშვები, რაც თქვენი სიმშვიდისთვის და პირველი გამოცდილებისთვის იდეალური ვარიანტია.
- დაგეგმეთ მოგზაურობა ადრე
რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოგზაურობის დაგეგმვას, მით უფრო ნაკლები გექნებათ დანახარჯი. ეს ეხება როგორც ავიაბილეთებს, ასევე მატარებლის ბილეთებსა და სასტუმროს ჯავშნებს. ევროპულ ქვეყნებში მატარებლის ბილეთების გაყიდვა გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება. ამიტომ, სრულიად რეალურია, რომ პირველ დღეებში ბილეთების ღირებულება სტანდარტულ ტარიფზე 2-3-ჯერ უფრო ნაკლები იყოს.
6. დაგეგმე მოგზაურობა დამოუკიდებლად
დამოუკიდებლად მოგზაურობა უფრო მომგებიანი და საინტერესოა, ვიდრე ტურისტული სააგენტოების დახმარებით. ასე შეგიძლიათ თავად შეადგინოთ სასურველი მარშრუტი, აირჩიოთ ავიაბილეთები თქვენთვის ხელსაყრელ ფასად და დაჯავშნოთ თქვენთვის ოპტიმალური ფასის სასტუმრო.