(+995) 568 21 27 18

მთავარიავიაბილეთებიქუთაისი ბერლინი ავიაბილეთები 89 ლარიდან kutaisi berlin

ქუთაისი ბერლინი ავიაბილეთები 89 ლარიდან kutaisi berlin

ქუთაისი – ბერლინი ავიაბილეთები იაფად

 

ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით ავიაბილეთების მოძიება შეგიძლიათ ჩვენს საიტზე Avia-biletebi.ge, ამავე პლატფორმაზე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, ავიაკომპანიებზე, მათ სერვისებზე, მგზავრობის ხანგრძლივობასა და ყველა იმ თემაზე, რომლის ცოდნაც სამოგზაუროდ წასვლამდე დაგჭირდებათ.

ბერლინი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია, სადაც ვიზიტორები მთელი მსოფლიოდან ჩადიან. გერმანიის დედაქალაქი გამორჩეულია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით, ღამის კლუბებითა და განსაკუთრებული სამზარეულოთი, რომელიც თქვენს მოგზაურობას ამ ქალაქში მადისაღმძვრელს გახდის. ბერლინში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი გაზაფხულიდან შემოდგომამდეა, როცა ქალაქი სიმწვანითაა მოცული, ხოლო ჰავა თბილი და ნოტიოა.

ფრენის ფასები ერთი თვის განმავლობაში ქუთაისი დან ბერლინი მიმართულებით, ერთი გზა

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
18 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 252 -დან
14 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 446 -დან

რა უნდა მოინახულოთ ბერლინში?

kutaisi-berlin-flights

ბრანდერბურგის კარიბჭე ერთ-ერთი ყველაზე ძველი ძეგლია ქალაქ ბერლინში, მას  გააჩნია როგორ ისტორიული, ასევე ქალაქის ერთიანობის სიმბოლური დატვირთვა. კარიბჭე ძველი ქალაქის მთავარ შესასვლელ კარს წარმოადგენდა, ახლა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია, მის ფონზე სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად. ბრანდერბურგის კარიბჭესთან ახლოს მდებარეობს რაიხსტაგი – გერმანიის პარლამენტის შენობა, რომელსაც დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს, სწორედ ეს შენობა წარმოადგენს ქალაქის მთავარ პოლიტიკურ ცენტრს.

ბერლინის სამუზეუმო კუნძულზე განლაგებულია ქალაქის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი: პერგამონის, ბოდეს მუზეუმი, ახალი მუზეუმი, ძველი ეროვნული გალერეა და ძველი მუზეუმი. ბერლინი გამორჩეულია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებითა და მუზეუმებით, ასე რომ, თუ მოდერნ არტით ხართ დაინტერესებული, ამ ადგილის მონახულების გარეშე ბერლინი ნამდვილად არ უნდა დატოვოთ.

გერმანიის დედაქალაქის ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი ნამდვილად იმსახურებენ ვიზიტორების ყურადღებას. ბერლინის ზოოპარკი და აკვარიუმი ცნობილია მთელს ევროპაში, თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ მოგზაურობას, ეს ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ბაღია ათასობით ეგზოტიკური და ენდემური სახეობით.

ბერლინი არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია დიდი კლუბური კულტურით. ამ ქალაქში საკლუბო ინდუსტრია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღესდღეობით ნომერ პირველი ქალაქია, რომელსაც ელექტრონული მუსიკისა და გართობის მოყვარულები ხშირად სტუმრობენ. ქალაქში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ ისეთ პოპულარულ ღამის კლუბებს როგორებიცაა: Berghain, TRESOR, RSO, SISYPHUS. ბერლინი ელექტრონული მუსიკისა და ტექნოს მოყვარული საზოგადოებისთვის ნამდვილი მექაა, თუ გსურთ გაიზიაროთ თანამედროვე ბერლინის ნამდვილი ხასიათი ღამის კლუბს უნდა ესტუმროთ.

როგორ უნდა მოხვდეთ ქუთაისიდან ბერლინში?

ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს უნგრული ავიაკომპანია “Wizz Air” კვირაში სამჯერ ასრულებს. ვიზეარის თვითმფრინავს 4 საათი და 10 წუთი სჭირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბერლინში ჩასაფრენად.

პირდაპირი ფრენები ქუთაისი დან ბერლინი მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 დეკემბერი 202525 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 1 306 - დან
1 იანვარი 20268 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 525 - დან
8 თებერვალი 202615 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 293 - დან

რაც შეეხება ბარგს, ვიზიარის კომპანიის მომხმარებელს საშუალება აქვს 10 კგ-მდე ხელბარგი იქონიონ მგზავრობისას. დამატებითი ბარგის ქონის შემთხვევაში, კი შეუძლიათ შეიძინონ 10, 20, 26 და 32 კგ ბარგი.

გარდა პირდაპირი რეისისა, ქუთაისიდან გერმანიის დედაქალაქში გადაჯდომითი რეისითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელსაც თურქული კომპანია პეგასუსი  ასრულებს. პეგასუსი ქუთაისიდან ბერლინამდე სტამბოლში ასრულებს გადაჯდომას და მგზავრობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გადაჯდომისას მოცდის დროზე.

რაც შეეხება ბარგს, პეგასუსმა ხელბარგის პირობები შეცვალა და ამჟამად მგზავრებს 3 კგ-ზე მეტი ბარგის ატანის უფლება არ აქვთ თვითმფრინავში, რომელიც შესაბამის ზომებს უნდა აკმაყოფილებდეს: 55 x 45 x 20 სმ. იმ შემთხვევაში თუ მგზავრის ბარგის წონა აღემატება 3 კილოგრამს, მესაკუთრეს მოუწევს ჯარიმის გადახდა.

ავიაბილეთების ფასები ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით 170 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კომპანიით და მათი რომელი სერვისით ისარგებლებთ მგზავრობის დროს.

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები ქუთაისი-დან ბერლინი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 დეკემბერი 202516 დეკემბერი 20253 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 228 - დან
16 დეკემბერი 202518 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 725 - დან
18 დეკემბერი 202523 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 953 - დან
19 დეკემბერი 202522 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 128 - დან
21 დეკემბერი 202525 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 933 - დან
23 დეკემბერი 202523 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 012 - დან
25 დეკემბერი 202525 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 740 - დან
26 დეკემბერი 202510 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 532 - დან
1 იანვარი 20268 იანვარი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 525 - დან
9 იანვარი 20263 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 680 - დან
10 იანვარი 20264 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 643 - დან
11 იანვარი 20265 თებერვალი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 465 - დან
15 იანვარი 202618 იანვარი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 495 - დან
24 იანვარი 202630 იანვარი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 500 - დან
26 იანვარი 202615 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 471 - დან
5 თებერვალი 20268 თებერვალი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 320 - დან
8 თებერვალი 202615 თებერვალი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 293 - დან
14 თებერვალი 202622 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 394 - დან
15 თებერვალი 202615 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 492 - დან
18 მარტი 202618 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 462 - დან
21 მარტი 202628 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 755 - დან
11 მაისი 202624 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 811 - დან
20 მაისი 202624 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 655 - დან
6 ივლისი 202628 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 159 - დან

 

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ, 1.5 – 2 თვით ადრე(50-60 დღით ადრე დაჯავშნეთ).
  • შეეცადეთ გასამგზავრებლად აარჩიოთ სამუშაო დღეები, რადგან ამ დროს ბილეთებზე მოთხოვნა დაბალია და შესაბამისად უფრო იაფია.
  • ეცადეთ შეიძინოთ ავიაბილეთები ღამის რეისებზე, რომელიც ხშირად უფრო იაფია, ვიდრე დილის, შუადღის ან საღამოს ფრენები.
  • გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ბილეთების ერთად შეძენის შემთხვევაში, როგორც წესი, ავიაბილეთების ფასები უფრო ხელსაყრელია.
  • თუ თქვენი მოგზაურობისას სეზონურ პერიოდს არ აქვს მნიშვნელობა, გასამგზავრებლად აარჩიეთ არასეზონური პერიოდი, ამით ავიაბილეთებს უფრო იაფად შეიძენთ და ასევე, არც სასტუმროში მოგიწევთ მაღალი ფასის გადახდა.
  • აირჩიეთ დაბალბიუჯეტური ავია კომპანია.
  • წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი, რადგან როგორც წესი, თითქმის ყველა ავიაკომპანიის ჩასაბარებელი ბარგის ფასი მაღალია.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას!

 

კომპენსაცია ფრენებზე flygelp.ge
ავიაბილეთები Avia.ge