მთავარიავიაბილეთებიქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები 79 ლარიდან Kutaisi Dortmund

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები 79 ლარიდან Kutaisi Dortmund

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები იაფად

 

ავიაბილეთები ქუთაისი დორტმუნდი -ს მიმართულებით გთავაზობთ მარტივად, სწრაფად და დაბალ ფასად გაემგზავროთ დასავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქში. ავიაბილეთების შესაძენად Avia-biletebi.ge დაგეხმარებათ სადაც მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები ონლინე. დორტმუნდი ეკონომიკურად ძლიერი, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ქალაქია. ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან უმეტესობას ცხადია გერმანელები წარმოადგენენ, თუმცა, იგი მაინც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქად ქვეყნის შიგნით. აღსანიშნავია, რომ ეროვნებით ყველაზე მეტი თურქი სწორედ ამ ქალაქშია დასახლებული.

ისევე როგორც, გერმანიის სხვა ქალაქებში, დორტმუნდში სამოგზაუროდ ზაფხულზე უკეთეს პერიოდს ვერ აარჩევთ, რადგან დედაქალაქის მსგავსად აქაც მკაცრი ჰავაა, თუმცა გვიანი გაზაფხულიდან ამინდები სასიამოვნო და თბილია, რომელიც თქვენი მოგზაურობისთვის იდეალურ კლიმატს შექმნის.

ფრენის ფასები ერთი თვის განმავლობაში ქუთაისი დან დორტმუნდი მიმართულებით, ერთი გზა

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
15 აგვისტო 2026პირდაპირიავიაბილეთები 752 -დან
25 აგვისტო 2026პირდაპირიავიაბილეთები 823 -დან
29 აგვისტო 2026პირდაპირიავიაბილეთები 898 -დან

 

რა უნდა მოინახულოთ დორტმუნდში?

kutaisi dortmund-flights

ფრენები საქართველოს ქალაქებიდან ქუთაისი დორტმუნდი განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “EURO2024”-ზე(ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2024) გასვლა შეძლო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი სწორედ დორტმუნდია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები, დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში პირველად, ჯგუფური ეტაპის მატჩს გამართავს. ისტორიული მატჩი 18 ივნისს თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

დორტმუნდი საფეხბურთო ქალაქია, შეიძლება ითქვას, რომ აქ ფეხბურთით ცხოვრობენ და შაბათ-კვირას, როდესაც „ბუნდესლიგის“(გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატი) მატჩები იმართება, ნამდვილი ზეიმია. ამ ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბი „დორტმუნდის ბორუსიაა“, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, იგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. კლუბი გერმანიის მრავალგზის ჩემპიონობასთან ერთად, ისეთი დიდი ტიტულების მფლობელიცაა, როგორებიცაა: „ჩემპიონთა ლიგა“ და „თასების მფლობელთა თასი“. „დორტმუნდის ბორუსია“ განსაკუთრებით გამორჩეულია საკუთარი გულშემატკივრებით, მათი სიმრავლე, ენერგიულობა, ერთგულება და შემოქმედებითობა მუდმივი გაკვირვების საგანია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ბორუსიას ფანები არამხოლოდ გერმანული, არამედ ევროპული ფეხბურთის ნამდვილი სიამაყეა.

ისევე როგორც გერმანიის სხვა ქალაქები, დორტმუნდშიც სარეკრეაციო ზონებსა და ბუნებასთან სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამიტომ, ქალაქს გააჩნია ორი დიდი პარკი: „ვესტფალენპარკი“ და „რომბერგპარკის ბოტანიკური ბაღი“. ორივე პარკის მონახულება ყოველდღიურად შეგიძლიათ, ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, ასევე აღსანიშნავია, რომ „რომბერგპარკის ბოტანიკური ბაღი“ ღიაა 24 საათის განმავლობაში, იგი 65 ჰექტარ მიწის ფართობზეა გადაჭიმული და ტერიტორიულად  ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია მსოფლიოში. მასში დაცულია ათასობით სხვადასხვა სახისა და ჯიშის მცენარე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. რაც შეეხება „ვესტფალენპარკს“, ის დაყოფილია ზონებად, სადაც კონკრეტული ენდემური ჯიშის მცენარეებია თავმოყრილი. იგი გამორჩეულია ვარდების დიდი რაოდენობით, ამ პარკში 3000-ზე მეტი ვარდის სხვადასხვა სახეობაა თავმოყრილი.

თუ დორტმუნდში მოგზაურობას პატარებთან ერთად აპირებთ, გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ ზოოპარკს, სადაც 230-მდე სახის ცხოველი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ცხოველების საცხოვრებელი პირობები მაქსიმალურად მსგავსია მათ ბუნებრივ გარემოსა და კლიმატთან, კვების რაციონი კი მათი სახეობის შესაბამისი. ზოოპარკი ვიზიტორებისთვის ღიაა ყოველდღიურად, აქ ბავშვთა დიდი სიმრავლე განსაკუთრებით შაბათ-კვირასაა.

ქალაქში არსებობს ორი მთავარი კათოლიკური ეკლესია: „წმინდა რეინოლდის ეკლესია“, რომელიც ქალაქის მფარველი წმინდანის – რეინოლდის სახელს ატარებს, იგი მე-9 საუკუნეში აშენდა და დღემდე ქალაქის მთავარი სიმბოლოა. მეორე მნიშვნელოვანი საეკლესიო ნაგებობა – „პეტრის ეკლესიაა“, რომელიც ტრადიციული გერმანული სტილით არის ნაგები და გამორჩეულია საკუთარი საკურთხევლით.

გარდა იმისა, რომ „U-Tower“ საინტერესო შუასაუკუნეობრივი კოშკის ვიზუალით გამოირჩევა, იგი პარალელურად მუზეუმიცაა, სადაც შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ქალაქის ისტორიასა და კულტურას, დაათვალიეროთ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სიძველეები და არტეფაქტები. ამ ადგილას სტუმრობა ორშაბათის გარდა, კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ.

 

ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები?

kutaisi dortmund-flights

ქუთაისი დორტმუნდი ფრენა სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს, ესენია: „Pegasus”, “AJet”, “EasyJet”, “Wizz Air”.

ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან პირდაპირ რეისს დორტმუნდში მხოლოდ უნგრული კომპანია „Wizz Air“ გვთავაზობს. ამ კომპანიის ქუთაისი დორტმუნდი ავიაბილეთები -ს მიმართულებით 170 ლარიდან იწყება. ბილეთის საფასურში შედის ხელბარგი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამსა და შესაბამის ზომებს: 40 x 30 x 20ს.

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები ქუთაისი-დან დორტმუნდი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 აგვისტო 20265 სექტემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 950 - დან
17 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 846 - დან
18 აგვისტო 20268 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 849 - დან
20 აგვისტო 202624 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 069 - დან
25 აგვისტო 202631 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 266 - დან
29 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 527 - დან
1 სექტემბერი 20268 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 856 - დან
2 სექტემბერი 20269 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 865 - დან
3 სექტემბერი 202610 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 796 - დან
4 სექტემბერი 202611 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 739 - დან
5 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 857 - დან
7 სექტემბერი 20267 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 527 - დან
16 სექტემბერი 202619 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 551 - დან
6 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 626 - დან
8 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 509 - დან
10 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 521 - დან
8 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 876 - დან
1 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 501 - დან
12 დეკემბერი 202626 დეკემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 586 - დან
26 დეკემბერი 20267 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 399 - დან
7 იანვარი 202714 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 644 - დან
1 ივნისი 20278 ივნისი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 543 - დან
3 ივნისი 202710 ივნისი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 487 - დან
6 ივნისი 202713 ივნისი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 658 - დან
8 ივნისი 202715 ივნისი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 594 - დან
9 ივნისი 202716 ივნისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 702 - დან
13 ივნისი 202720 ივნისი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 638 - დან
23 ივნისი 202730 ივნისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 747 - დან

მგზავრობის დრო დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე და ასევე გადაჯდომით რეისის დროს ლოდინის დროზე. სტანდარტულად ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით პირდაპირ ფრენას 4 საათი და 35 წუთი სჭირდება, თუმცა დრო იმატებს ტრანზიტული რეისების დროს.

 

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები წინასწარ, 1.5 – 2 თვით ადრე(50-60 დღით ადრე დაჯავშნეთ).
  • შეეცადეთ გასამგზავრებლად აარჩიოთ სამუშაო დღეები, რადგან ამ დროს ბილეთებზე მოთხოვნა დაბალია და შესაბამისად უფრო იაფია.
  • ეცადეთ შეიძინოთ ავიაბილეთები ღამის რეისებზე, რომელიც ხშირად უფრო იაფია, ვიდრე დილის, შუადღის ან საღამოს ფრენები.
  • გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ბილეთების ერთად შეძენის შემთხვევაში, როგორც წესი, ავიაბილეთების ფასები უფრო ხელსაყრელია.
  • თუ თქვენი მოგზაურობისას სეზონურ პერიოდს არ აქვს მნიშვნელობა, გასამგზავრებლად აარჩიეთ არასეზონური პერიოდი, ამით ავიაბილეთებს უფრო იაფად შეიძენთ და ასევე, არც სასტუმროში მოგიწევთ მაღალი ფასის გადახდა.
  • აირჩიეთ დაბალბიუჯეტური ავია კომპანია.
  • წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი, რადგან როგორც წესი, თითქმის ყველა ავიაკომპანიის ჩასაბარებელი ბარგის ფასი მაღალია.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას!
კომპენსაცია ფრენებზე flygelp.ge
ავიაბილეთები Avia.ge