სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთია მოგზაურობისას. ის უზრუნველყოფს სხვადასხვა რისკების დაფარვას და რაც მთავარია, სამედიცინო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც შეიძლება მოგზაურობის პერიოდში მოულოდნელი გართულებების შედეგად წარმოიშვას.
პარიზის, რომისა და მსგავსი ექსტრავაგანტული ქალაქების მოსანახულებლად, ავიაბილეთების შეძენა აქციების ფარგლებში, ყოველთვის სასიამოვნოა. თუმცა, თვითმფრინავში ფანჯარასთან მოხვედრა, კომფორტულად მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია.
თუ თქვენ საოცნებო მოგზაურობაში მხოლოდ რამდენიმე დღით ხართ, მაშინ დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს იმაზე ნერვიულობაში, რომ ამ მცირე პერიოდში რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ.
ბევრი მოგზაურისათვის, samogzauro dazgveva , მხოლოდ მოგზაურობის დროს სავალდებულო საბუთს წარმოადგენს. თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. ამიტომ, აღნიშნული დოკუმენტი დაგეხმარებათ თავი დაცულად იგრძნოთ და გვერდი აუაროთ მოულოდნელ ხარჯებს.
რა არის სამოგზაურო დაზღვევა ?
სამოგზაურო დაზღვევა, ქვეყნის გარეთ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს ანაზღაურებს. დასასვნებლად, ან საქმიანი ვიზიტით წასულს, შესაძლოა დაგჭირდეთ რაიმე სახის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი კი დაგიცავთ ფინანსური რისკებისგან.
ამ დოკუმენტის მიღება დიდ დროსა და ფინანსებთან საერთოდ არაა დაკავშირებული. მშვიდი მოგზაურობის დასაგეგმად, სამოგზაოურო დაზღვევის შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლიათ.
რას უზრუნველყოფს სადაზღვეო პოლისი ?
- ასისტანს კომპანიის მომსახურებას 24/7;
- სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას;
- გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯების დაფარვას;
- გადაუდებელი სტომატოლოგიური ხარჯების დაფარვას;
გაითვალისწინეტ, რომ სადაზღვევო პოლისი ძალაშია მხოლოდ მასში მითითებულ ქვეყნებში და სამოგზაურო პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევისას.
რა არის ასისტანს-კომპანია ?
ასისტანს კომპანია, ერთმანეთთან აკავშირებენ სადაზღვეოსა და ადგილობრივ კლინიკებს და არეგულირებს დაზღვეულისა და სამედიცინო დაწესებულების ურთიერთობას. ასევე, აგვარებს ყველა სახის ფინანსურ და საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეხმარება კლიენტს შესაბამისი მომსახურების დროულად და სწორად მიღებაში.
როგორ უნდა მოვიქცე სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ?
უნდა დაუკავშირდეთ ასისტანს კომპანიას, რომელიც კვირის ნებისმიერ დღს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მათთან დასაკავშირებელი ნომრისა და მეილის პოვნა, დაზღვევის პოლისშია შესაძლებელი. ორმხრივი კომუნიკაციის შემდეგ მოხდება რეაგირება თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე.
რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა ?
ასეთი მოხერხებული და საჭირო სერვისის მქონე სადაზღვეო სერვისის მიღება დღეზე 2 ლარი დაგიჯდებათ.
მისაღები და კომფორტული ფასის მქონე იმედი L -ის სადაზღვევო პაკეტი თქვენ ყველა საჭირო პრობლემას გადაგიჭრით. ამ ყველაფრით სარგებლობა და samogzauro dazgvevis შესახებ კონსულტაციის მიღება 24 საათიანი ონლაინ დახმარების სერვისით იქნება შესაძლებელი.
თუკი საყვარელი ქვეყნის მონახულება ზედმეტი შფოთის გარეშე გსურთ, სჯობს ისარგებლოთ ისარგებლოთ იმედი L -ის სამოგზაურო დაზღვევით, დაიცვათ თავი გაუთვალისწინებელი ფინანსური რისკებისგან და გაატაროთ იდეალური შვებულება საოცნებო მიმარტულებებზე.