(+995) 568 21 27 18

მთავარიბლოგირა ვნახოთ ბერლინში?

რა ვნახოთ ბერლინში?

ბერლინი, გერმანიის დედაქალაქი, არის ქალაქი, სადაც ისტორია, არტი და თანამედროვეობა ერთმანეთს შთამბეჭდავად ერწყმის. ის სავსეა კულტურული ღირსშესანიშნაობებით, მემორიალებითა და გამორჩეული არქიტექტურით. თუ გეგმავ მოგზაურობას ბერლინში, გთავაზობ ტოპ 10 ადგილს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო:

Brandenburger Tor

1. ბრანდენბურგის კარიბჭე (Brandenburger Tor)

ბერლინის სიმბოლო და გერმანიის გაერთიანების ისტორიული მონუმენტი. ეს ნეოკლასიკური სტილის კარიბჭე ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.

2. რაიხსტაგის შენობა (Reichstag)

გერმანიის პარლამენტი შუშის გუმბათით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ბერლინზე. ვიზიტი უფასოა, მაგრამ საჭიროა წინასწარ დაჯავშნა.

3. ბერლინის კედლის ფრაგმენტები (East Side Gallery)

1.3 კმ სიგრძის გრაფიტით მოხატული კედლის მონაკვეთი, რომელიც წარმოადგენს თავისუფლებისა და შერიგების სიმბოლოს.

ქუთაისი ბერლინი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ნოემბერი 202530 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 705 - დან
7 დეკემბერი 202518 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 824 - დან
15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 - დან

4. ჰოლოკოსტის მემორიალი (Memorial to the Murdered Jews of Europe)

ემოციური მემორიალი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ებრაელების პატივსაცემად. შედგება ასიმეტრიული ბეტონის ბლოკებისგან და შთამბეჭდავი გარემო ქმნის.

5. მუზეუმების კუნძული (Museumsinsel)

იუნესკოს სიაში შეტანილი ტერიტორია, სადაც მდებარეობს ბერლინის ყველაზე ცნობილი მუზეუმები: პერგამონის მუზეუმი, Neues Museum, Alte Nationalgalerie და სხვები.

6. ბერლინის კათედრალი (Berliner Dom)

იმპოზანტური ტაძარი მუზეუმების კუნძულზე. გუმბათზე ასვლით მიიღებ ულამაზეს ხედს ქალაქზე.

Berliner Dom

7. ალექსანდერპლაცი და ტელეანძა (Alexanderplatz & Fernsehturm)

ბერლინი -ს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ადგილი, სადაც მდებარეობს ტელეანძა – ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობა, რომლის თავზეც რესტორანია პანორამული ხედით.

8. კურფიურსტენდამი (Kurfürstendamm / Ku’damm)

მთავარი სავაჭრო ქუჩა, სავსე ბუტიკებით, კაფეებით და ცნობილი კაიზერ-ვილჰელმის ეკლესიის ნანგრევით.

9. შარლოტენბურგის სასახლე (Schloss Charlottenburg)

ბაროკოს სტილის სასახლე ბერლინის დასავლეთ ნაწილში, ულამაზესი ბაღებითა და ისტორიული ინტერიერით.

10. ტიერი გარტენი (Tiergarten)

ბერლინის ცენტრალური პარკი — მწვანე ოაზისი ქალაქის შუაგულში. იდეალურია სეირნობის, ველოსიპედით გასეირნებისა და პიკნიკისთვის.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

კომპენსაცია ფრენებზე flygelp.ge
ავიაბილეთები Avia.ge